კატალონიური Sport-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” სურს, რომ ნეიმარმა გავრცელებული ჭორები უარყოს, მაგრამ ბრაზილიელი ამას არ აკეთებს.
კლუბის ხელმძღვანელობა ცდილობს ნეიმარი დაითანხმოს, რომ ამ უკანასკნელმა პსჟ-სთან მოლაპარაკებების არსებობა საჯაროდ უარყოს. შექმნილ ვითარებაში, თუნდაც სოციალურ ქსელში განცხადების გაკეთება სიტუაციას მნიშვნელოვნად განმუხტავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი სოციალურ ქსელებში დიდ დროს ატარებს, ის რაიმე განცხადების გაკეთებაზე მაინც უარს აცხადებს.
