Mediapro-ს დამფუძნებლის, ხორდი როურესის თქმით, მან ნამდვილად იცის, რომ ნეიმარს “ბარსელონას” დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
“ვიცი, რომ ნეიმარი “ბარსელონადან” წასვლისკენ კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამს. თუ გუნდიდან წასვლა არ გინდა, არც წახვალ. მაგრამ ნეიმარი მისმა სიჩუმემ გათქვა.” – აცხადებს კატალონიელი ფუნქციონერი რადიო მარკასთან ინტერვიუს დროს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა უნდა.
