მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუმ ნეიმარს “ბარსელონაში” დარჩენა თხოვა

ბართომეუმ ნეიმარს “ბარსელონაში” დარჩენა თხოვა

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონაში” ხვდებიან, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება და “პარი სერნ ჟერმენში” გადასვლა სურს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ბარსელონადან აშშ-ში მგზავრობის დროს, ნეიმარი ჩვეულად მხიარული არ იყო. კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კი დრო იხელთა და მასთან პირისპირ ისაუბრა. ბართომეუს აინტერესებდა, რა ეტაპზეა ნეიმარისა და პსჟ-ს მოლაპარაკებები. მან ბრაზილიელს დარჩენა სთხოვა. უცნობია, რა შედეგით დასრულდა საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს “ბარსელონაში” რამდენიმე პრობლემა აქვს. ეს პრობლემებია: “ბარსელონა” ფეხბურთელის ამბიციებს ვერ აკმაყოფილებს; გუნდში ბრაზილიელების რაოდნეობამ იკლო; გუნდში ის ნომერ მეორეა; გუნდს საშუალო დონის მწვრთნელი ჰყავს; გუნდი ხმაურიან ტრანსფერებს ვერ ახორციელებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში