“ბარსელონა” მიმდინარე თვის ბოლომდე სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობას შეწყვეტს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთელი ძალისხმევა უახლოესი 10 დღის განმავლობაში მიმართული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბის ბრენდის პოპულარიზაციისკენ, სადაც გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: “იუვენტუსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “რეალის” წინააღმდეგ. კატალონიური კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობის განახლებას უკვე აგვისტოში გეგმავს.
