მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ვერატის ტრანსფერზე არ ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთელები უკვე მყავს”

ვალვერდე: “ვერატის ტრანსფერზე არ ვფიქრობ, საუკეთესო ფეხბურთელები უკვე მყავს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასა და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

“ტრანსფერები? ეს ის არ არის, რაზეც მე ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, ტრანსფერებზე საერთოდ არ ვფიქრობ, მაგრამ კლუბი მუშაობს იმაზე, რომ “ბარსას” შემადგენლობა, რაც შეიძლება ძლიერი იყოს. ჩემი მოვალეობა კი არის ის, რომ ვიმუშაობ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც მყავს.

ვიცით, რომ ჩვენ “ბარსელონა” ვართ და აქ გადმოსვლა ბევრს სურს, ეს სავსებით ლოგიკურია. ვერატის ტრანსფერი? მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები უკვე მყავს.” – განაცხადა ვალვერდემ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში