Goal.com-მა ნეიმართან იმეილის საშუაებით ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც ფეხბურთელი “ბარსელონაზე” საურობს.
ინტერვიუს შემდეგ რამდენიმე საათში კი აქტიურად დაიწყო საუბრები პსჟ-სთან მის შეთანხმებასა და შესაძლო ტრანსფერზე.
“მე ამ ქალაქში ადაპტაცია კარგად გავიარე. აქ ბედნიერი ვარ და ეს ჩემს თამაშს უკეთესს ხდის. ამ სეზონში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ ის, რაც გვსურდა, მოედანზე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. ახლა კი ვმუშაობთ, რომ 2017/18 წლების სეზონი ინდივიდუაურად ყველა ჩვენგანისთვის და გუნდისთვის უკეთესი გამოდგეს.”
