“ბარსელონას” ვიცე პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ ნეიმარის ირგვლივ გავრცელებული ჭორები უარყო.
“200%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე ზაფხულში ნეიმარი გუნდს არ დატოვებს. დღეს დილით ეს ინფორმაცია პსჟ-მაც უარყო და არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კლუბებს შორის აღნიშნულ ტრანსფერზე დამოკიდებულება შეიცვლება.” – განაცხადა მესტრემ მას შემდეგ, რაც კითხეს თუ რაოდენ მართალია ნეიმარის ირგვლივ გავრცელებული ცნობები, რომელთა მიხედვითაც იგი “ბარსელონაში” არაკომფორტულად გრძნობს თავს და შესაძლოა პარიზელებს შეუერთდეს.
ეს განცხადება რობერტ ფერნანდესის განცხადების მსგავსია, რომლის აზრითაც “არავინ გადაიხდის ნეიმარის გამოსასყიდ თანხას.” ასე რომ, კლუბის პოზიცია ნათელია და კატალონიაშიც საკმაოდ მშვიდად გრძნობენ თავს.
ნეიმარი ხვალ კლუბის სავარჯიშო სესიაზე გამოცხადდება, რის შემდეგაც, დღის მეორე ნახევარში თანაგუნდელებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
