მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ-ში “ნეიმარის შოუს” განახლება არ სურთ

პსჟ-ში “ნეიმარის შოუს” განახლება არ სურთ

“პარი სენ-ჟერმენის” წარმომადგენელმა პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

პრესის ინფორმაციით, ფრანგულ კლუბს “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენა სურს და მზადაა ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადოს. გარდა ამისა, ესპანურმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეიმარის მამა ამ კვირაში პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდება და მასთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამავდროულად კი, კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა დარწმუნებით განაცხადა, რომ ნეიმარის სანაცვლოდ არცერთი კლუბი გადაიხდის ასეთ გამოსასყიდ თანხას.

“ჩვენ არ ვაპირებთ “ნეიმარის შოუს” განახლებას. არსებობს უზარმაზარი გამოსასყიდი თანხა და რეალისტები უნდა ვიყოთ.” – ციტირებს პსჟ-ს წარმომადგენლის სიტყვებს L’Equipe.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში