“ბარსელონა” ბრაზილიელ ფორვარდს, ნეიმარ და სილვას ტრანსფერზე არავითარ შემთხვევაში არ დააყენებს. ეს ინფორმაცია კლუბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, ხოსეპ ვივიესმა დაადასტურა.
“ნეიმარის გაყიდვაზე არ ვფიქრობთ. ის კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რის გამოც “ბარსელონა” ბრაზილიელის ტრანსფერის თაობაზე მიღებული წინადადებების განხილვას არ დაიწყებს.
საუბარია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე და გვსურს, რომ ის “ბარსელონაში” დარჩეს. დაე ნეიმარმა გააგრძელოს ისეთ მაღალ დონეზე ასპარეზობა, როგორც ამას ახლა აკეთებს. ის კლუბში ბედნიერია.“-ციტირებს ვივიესის სიტყვებს Marca.
