“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა კატალონიური კლუბიდან ნეიმარ და სილვას წასვლა გამორიცხა.
“წარმომიდგენია თუ არა “ბარსელონა” ნეიმარის გარეშე? ეს არ მოხდება. წინადადება არცერთი ჩვენი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე არ მიგვიღია.”-ამბობს რობერტი.
როგორც იცით, ფერნანდესმა აგრეთვე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბმა პსჟ-ს ვერატის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო და რაკიტიჩი შესთავაზა.
