Calciomercato-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა არდა თურანის გაყიდვის თაობაზე “ინტერს” დაუკავშირდა.
“ბლაუგრანამ” მილანურ კოლექტივს თურქი ნახევარმცველი შესთავაზა. წყარო იტყობინება, რომ კატალონიელთა თავკაცი მომდევნო სეზონში არდაზე ფსონს არ გააკეთებს.
ადრე თურანმა “არსენალში” გადასვლაზე უარი თქვა. ამის შემდეგ თურქმა “ბარსელონას” შემადგენლობაში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლის სურვილი გამოთქვა.
