მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
SPORT: “ზენიტი” მუნირს არ ეშვება

SPORT: “ზენიტი” მუნირს არ ეშვება

“ბარსელონას” ფორვარდი, მუნირ ელ ჰადადი “ზენიტის” სატრანსფერო გეგმებში კვლავ შედის, იტყობინება SPORT.

წყაროს ინფორმაციით, რუსული კლუბის მწვრთნელი, რობერტო მანჩინი 21 წლის ფეხბურთელს პეტერბურგში გადაბარგებაში არწმუნებს. ამასთანავე, “ზენიტი” მუნირისთვის 12 მილიონ ევროს იხდის, “ბარსელონას” კი მისი ტრანსფერით 20 მილიონის გამომუშავება სურს.

აღსანიშნავია, რომ პერსპექტიული ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე “ბარსას” წინადადება “ნაპოლიმ” და “აიაქსმაც” გაუკეთეს. იტალიური კლუბის შემოთავაზების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ჰოლანდიელები კი მუნირის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს ჩამოდიან.

ადრე დაიწერა, რომ ელ ჰადადის “ზენიტში” გადასვლა არ სურს. რუსული კლუბი 21 წლის ფეხბურთელს ფინანსურად მომგებიან ხელშეკრულებას სთავაზობს, მაგრამ მუნირს ოჯახთან ახლოს დარჩენა და უფრო სტაბილურ პროექტში მონაწილეობა სურს.

2016/17 წლების სეზონი მუნირმა არენდის წესით “ვალენსიაში” ჩაატარა. “ღამურების” რიგებში მან 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში