“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა “გუანჩჟოუ ევერგრანდის” ნახევარმცველის, პაულინიოს მიმართ კლუბის ინტერესი დაადასტურა.
“ტრანსფერის გარანტიას ვერ მოგცემთ. ასეთ საკითხებს ფრთხილად უნდა მივუდგეთ და სხვა ლიგის გუნდთან სწორად ვიმუშავოთ. თუ გამოგვივა შეთანხმებას მალე მივაღწევთ, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი საგანგაშო არაფერი იქნება.”-ამბობს ფერნანდესი.
როგორც იცით, “ბარსელონა” მარკო ვერატის ტრანსფერზეც მუშაობს.
