ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ახლა ფეხბურთელთა უმეტესი ნაწილია. გუნდს ორმაგი სავარჯიშო სესიის გამართვა მოუწევს, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
ანდრეს ინიესტას, სერხიო ბუსკეტსის, ჟორდი ალბას, დენის სუარესის, ლუკა დინის, სამუელ უმტიტის, ჟერარ პიკეს, ნეიმარის, ლეო მესისა და არდა თურანის დაბრუნების შემდეგ, გუნდი მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ანდრე გომეშს, ახალწვეულ ნელსონ სემედუსა და ჟერარ დეულოფეუს ელოდება.
ესპანელი ჟოან დესპის სახელობის ბაზაზე იმყოფება, მაგრამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე მიღებულ ტრავმას იშუშებს. პირველ სესიაში (09:30 – CET) მონაწილეობა მიიღეს სანტოსმა, ალენიამ, კუკურელიამ, პალენსიამ, ორტოლამ და ვიტინიომ. განმეორებითი 18:30 საათზე გაიმართება (CET).
