“ბარსელონას” ფორვარდმა, ნეიმარმა აღნიშნა, რომ ინგლისურ გუნდში გადასვლაზე არასდროს უფიქრია.
“ინგლისში ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. პრემიერ ლიგის შეხვედრებს თვალს იშვიათად ვადევნებ, რადგან ფეხბურთის მუდმივად ყურება დიდად არ მიყვარს.
თანამემამულეებს, კოუტინიოსა და გაბრიელ ჟეზუსს ვაფასებ. მათ თამაშს ვაკვირდები, მაგრამ ბრაზილიელებთან ერთად ინგლისში ასპარეზობას მიზნად არ ვისახავ.
ინგლისში, სხვადასხვა სტადიონზე, ტოპ-კლუბების წინააღმდეგ რამდენიმე შეხვედრის გამართვა მომიწია და მათ შორის საუკეთესოს არჩევა მიჭირს.
რა თქმა უნდა, მეგობრებს ვკითხე როგორ გრძნობენ ისინი თავს ამ ქვეყანაში. იქაურობა მოსწონთ, მაგრამ ჩემთვის ინგლისში გადაბარგება ჯერ არცერთ მათგანს არ უთხოვია.
გაუმკლავდებოდა თუ არა მესი სტოკის ცივ საღამოს? ის მატჩის შემდეგ დაისვენებდა და ჩაის დალევდა. მეც ამას ვიზამდი.”-ამბობს ნეიმარი.
