მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “გუანგჟოუ” “ბარსელონას” უჩივლებს

AS: “გუანგჟოუ” “ბარსელონას” უჩივლებს

გავლენიანი მადრიდული AS-ის ინფორმაციით, “გუანგჟოუ ევერგრანდე” პაულინიოს საქმეს იკვლევს და FIFA-სთვის მის გასაცნობად ემზადება. ჩინური კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, “ბარსელონამ” წესები დაარღვია იმ ფეხბურთელთან მიმართებაში, რომელსაც კონტრაქტი ჯერ კიდევ მათ გუნდთან აკავშირებს. ისიც განმარტეს, რომ პაულინიოსა და მის აგენტს უკვე შეატყობინეს, რომ არანაირი მოლაპარაკებები აღარ განხორციელდება.

ჩინეთისთვის სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება (ესპანეთის დროით 18 საათზე, საქართველოს დროით – 20 საათზე), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კატალონიელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენა სურთ, მათ ამ დრომდე 40 მილიონი ევრო უნდა გადაიხადონ.

“გუანჩჟოუ” ძალიან გაბრაზებულია იმ მეთოდების გამო, რომლებსაც “ბლაუგრანა” ტრანსფერის გასაჩარხად იყენებს. პაულინიომ კონტრაქტი იანვარში გაახანგრძლივა 2020 წლამდე. მათ არ სიამოვნებთ არც იმ ინფორმაციის პრესაში გავრცელება, რომლის თანახმადაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ 28 წლის ნახევარმცველი ვარჯიშიდან გამოაგდო კამათის შემდეგ.

“არანაირი კამათი არ ყოფილა. პაულინიოს ვარჯიში იმიტომ არ დაუსრულებია, რომ ის და რამდენიმე ფეხბურთელი სათადარიგო მოთამაშეებმა შეცვალეს. ეს ჩვეულებრივი სავარჯიშო როტაცია იყო. მწვრთნელი ბევრ სიტუაციას განიხილავს და ვარჯიშზე მათ ტესტირებას ახდენს.” – განაცხადეს “გუანჩჟოუს” ხელმძღვანელებმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური UOL-ის თანახმად, “ბარსელონამ” ჩინურ კლუბს 2 შეთავაზება გაუკეთა 20 მილიონისა და 27 მილიონის ოდენობით, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში