გასულ შაბათს, პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში, ”რასინგის” წინააღმდეგ პეპ გვარდიოლამ პირველი ტაიმის შემდეგ კარლეს პუიოლი ჟერარდ პიკეთი შეცვალა.
მატჩის დროს კაპიტანმა მარცხენა მუხლში კვლავ იგრძნო ტკივილები, რის შემდეგაც ის შეცვალეს. ჩატარებულმა ტესტებმა პრობლემა დაადასტურა. ტესტების ჩატარების მიუხედავად კლუბის სამედიცინო შტაბმა არ მიუთითა თარიღი, თუ როდის დაუბრუნდება პუიოლი სრულყოფილ ვარჯიშებს. მათ მხოლოდ ერთი რამ განაცხადეს: ”მას წინ ელის აღდგენითი კურსები, რის გამოც უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს”.
სავარაუდოა, რომ პუიოლი გამოტოვებს ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას, ”ალმერიას” წინააღმდეგ და პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის მატჩს, ”ერკულესის” წინააღმდეგ.
პუიოლს ტრავმა გაუმიზეზდა
დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!
გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.