Marca-ს ინფორმაციით, “არსენალმა” “ბარსელონა” უკანასკნელად გააფრთხილა. ხუთშაბათს კატალონიელებმა ლონდონელებისგან წერილი მიიღეს.
“მეთოფეები” “ბლაუგრანას” ექტორ ბელერინთან კონტაქტის გაწყვეტას თხოვენ. ლონდონური კლუბი ადასტურებს, რომ ესპანელის გაყიდვაზე ოფიციალური უარი სამჯერ განაცხადა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, კლუბი FIFA-ში საჩივარს შეიტანს.
“ბარსელონამ” “ბენფიკას” განაპირა მცველი, ნელსონ სემედუ გაიფორმა და დიდი ალბათობით, კლუბი ექტორ ბელერინზე საბოლოოდ იტყვის უარს, რადგან მისი გაფორმების საჭიროება უკვე აღარ არის.



