უკვე 13 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჟერარ დეულოფეუ კვლავ “ბარსელონას” ფეხბურთელია, მაგრამ მის Twitter-ს ეს საერთოდ არ ეტყობა.
23 წლის ესპანელი შემტევის Twitter-ზე ჯერ კიდევ ვკითხულობთ, რომ ის იტალიური “მილანის” ფეხბურთელია. გარდა ამისა, მას “ბარსელონას” შესახებ ჯერ არცერთი პოსტი არ გაუკეთებია.


