მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: “ბართომეუ “ბარსელონადან” უნდა წავიდეს”

ლაპორტა: “ბართომეუ “ბარსელონადან” უნდა წავიდეს”

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კატალონიური კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

“ბართომეუ და მისი თანამშრომლები არაკომპეტენტური ხალხია, რომლებიც კლუბის მემკვიდრეობას ანადგურებენ. მათ არ დაიმსახურეს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ყოლა. პერსონალის არაკომპეტენტურობა მცდარ გადაწყვეტილებებსა და კორუფციას იწვევს. საჭიროა პროტესტი, რათა ისინი წავიდნენ. ეს სირცხვილია! წადი, ბართომეუ!” – აცხადებს ლაპორტა.

ლაპორტამ დაადასტურა, რომ მზადაა “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თუ ის უახლოეს დროში შედგება.

“ბარსელონას” ექსპრეზიდენტს აქამდეც არაერთხელ მოუთხოვია ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გადადგომა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში