“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის დატოვება არ სურს.
“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარიერის “ბარსელონაში” დასრულება მსურს. ამ კლუბში 12 წლიდან ვარ.
მე რამდენიმე წელი დამრჩა, რათა მაღალ დონეზე ვითამაშო, ამიტომაც ჯერ კიდევ ადრეა მომავალთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ “ბარსელონა” – ეს ადგილია, სადაც მსურს ყოფნა და ვიმედოვნებ დიდი ხნით დავრჩები.” – განაცხადა ინიესტამ.
