“პალმეირასის” შემტევი ნახევარმცველი, ვიტინიო კარვალიო უახლოეს დროში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელები 19 წლის ბრაზილიელ მოთამაშეს ერთი სეზონით არენდით აიყვანენ. “ბარსელონას” ასევე მისი გამოსყიდვის უფლება ექნება, რაც 12 მილიონი ევრო და ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაუჯდება.
მოსალოდნელია, რომ ვიტინიო სარეზერვო გუნდში ითამაშებს, თუმცა პირველი გუნდის კანდიდატადაც განიხილება.
