მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრიმ მესი “მონა ლიზას” შეადარა

ანრიმ მესი “მონა ლიზას” შეადარა

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი თვლის, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივება გარდაუვალი იყო. მისი აზრით, არგენტინელის კატალონიურ კლუბში შეცვლა არარეალურია.

“შეიძლებოდა თუ არა კონტრაქტი არ გახანგრძლივებულიყო? რა თქმა უნდა არა. ვის შეუძლია “ბარსელონაში” მესის შეცვლა? ვინმე ნამდვილად თვლის, რომ ლუვრში “მონა ლიზას” შეცვლა შეიძლება?” – განაცხადა ანრიმ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” მესის ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომელიც 2021 წლამდეა გათვლილი. ის უახლოეს დროში გაფორმდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში