მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სირიგუ: “უმოტივაციო ფეხბურთელის შენარჩუნება შეცდომაა”

სირიგუ: “უმოტივაციო ფეხბურთელის შენარჩუნება შეცდომაა”

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “ტორინოს” მეკარემ, სალვატორე სირიგუმ მარკო ვერატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენეზე ისაუბრა.

“რას ვურჩევდი ვერატის? საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარ სურვილებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს. თუ მას წასვლა სურს, მარკოს გუნდში დატოვება სრულიად არასწორი გადაწყვეტილება იქნება. ხელმძღვანელობამ ეს უნდა გაითვალისწინოს.

პსჟ-ში ამჟამად რამდენიმე ხელშეუხებელი მოთამაშეა, მარკო კი ერთ-ერთი მათგანია. გუნდში იმ ადამიანის დატოვება, რომელსაც მოტივაცია არ აქვს – დიდი შეცდომაა. ეს ფეხბურთს კლავს.”-განაცხადა სირიგუმ.

როგორც იცით, მარკო ვერატის “ბარსელონაში” წასვლა სურს, მაგრამ პარიზული კლუბის პრეზიდენტი იტალიელი ნახევარმცველის ტრანსფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში