Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში კილიან მბაპესა და ფილიპე კოუტინიოს გადასვლამდე “ბარსელონასთვის” ვერატის გაფორმება შეუძლებელი იქნება, რადგან ამ ტრანსფერების განხორციელებამდე პარიზელები კატალონიელებთან მოლაპარაკების პროცესსაც კი არ დაიწყებენ.
საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი მარკოს გაშვებისთვის მზად მხოლოდ ამ ვარსკვლავების შეძენის შემდეგ იქნება. აღსანიშნავია, რომ მბაპე პსჟ-ს, შესაძლოა, 135 მილიონი ევრო დაუჯდეს, “ლივერპული” კი ფილიპეს სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონს ითხოვს.
სამაგიეროდ, “ბარსელონა” მზადაა ფრანგებს ვერატისთვის 80 მილიონი ევრო გადაუხადოს. მოსალოდნელია, რომ მარკოს სატრანსფერო საგა აგვისტოს მიწურულს დასრულდება.




მოვიდეს და ნახეთ როგორ გაძლიერდეს ცენტრი 🙂 🙂 🙂
მოდი ვერატ!
არამგონია მბაპე რეალში წავიდეს.. პსჟ 2 ჯერ მეტ ხელფას სთავაზობს და მბაპეს მეტი რაუნდა
ხოძაან გაბერილია თანხა:) 135აი ნაღდად არ ღირს მაგრამ პერესს უნდა და პსჟ მაინც ვერ წაივყვანს პერესისთვის კიდე 135მილიონი 1ათეთრია
მბაპე რეალისაა ასერომ….
ამ ფასების ვერ გამიგია,კოუტინიო მწამს 80-90 მილიონი ღირდეს რამდენიმე სეზონ ამტკიცებს თავის კლას,მბაპემ 10 თამაში ითამაშა 135 მილონი სულ გარეკესღა?
რით ვერ მოვიდა ამდენი ხანი ტო დაიწყო ლალიგა
Chvenc ro tavis droze ase shegvenarchunebina tiago axla xo ar gveqneboda problema ki sheileba mas undoda wasvla mara iseve gvemoqmeda rogorc psg .. unda daerwmumebinat ro xavis potenciuri shemcvleli iyo da wels tu veratis davitrevdit gveyoleboda verati tiago centrahi .. andac tavis droze isco ro mogveyvana mtlad magari isco tiagos dueti mara xelmdzgvaneloba gvyavs saswauli magati dds..