“ბაიერნის” ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მადრიდის “რეალსა” და “ბარსელონას” არ ჩამორჩება.
“მოდით ეს გუნდები შევადაროთ. ვარსკვლავები “ბაიერნშიც” ასპარეზობენ, ამიტომ, ეს კოლექტივები ერთმანეთისგან კლასით არ განსხვავდებიან.
მიუნხენური კლუბი 100%-ით “რელისა” და “ბარსელონას” დონეზე დგას. “ბაიერნის” ფეხბურთელები გასახდელში არასდროს საუბრობენ მსოფლიო ვარსკვლავებზე.”-ციტირებს ალკანტარას სიტყვებს Sport Bild.



