“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” ყოფილი ხელმძღვანელი, ლუის ენრიკე შეაქო. გვარდიოლა, რომელიც ადრე ასევე წვრთნიდა კატალონიურ კლუბს, თვლის, რომ ენრიკემ მის სამუშაოს ღირსეულად გაართვა თავი.
“ბარსელონა” ლუის ენრიკესთან ერთად შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებდა. ისინი თითქმის დაუმარცხებლები იყვნენ, როდესაც სათანადო ფორმაში იყვნენ. და ვიდრე “ბარსელონაში” მესი ითამაშებს, ის ღირსეულ თამაშს აჩვენებს.” – განაცხადა გვარდიოლამ.
ლუის ენრიკე “ბარსელონას” 2014-2017 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (2014/15, 2015/16), სამჯერ ესპანეთის თასის მფლობელი (2014/15, 2015/16, 2016/17) და ერთხელ უეფას სუპერთასის მფლობელი (2015). გარდა ამისა, “ბარსელონამ” მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2014/15) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2015).



