ანდრეს ინიესტა
“მოხარული ვარ ამ გამაჯრვებით, ჩვენ მატჩამდეც ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა. “რასინგი” კარგად ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩვენ მაინც დავძლიეთ მათი წინააღმდეგობა მოხარული ვარ ამით. მე შევძელი მე–7 გოლის გატანა “ლა ლიგაში”, ამ მხრივ ეს სეზონი ჩემთვის საუკეთესოა. შევეცდები უფრო და უფრო კარგი და სარგებლიანი გავხდე გუნდისათვის”.
დავიდ ვილია
“ჩვენ გამარჯვებების სერია არ შევწყვიტეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. ამჟამად ქულების სხვაობა 7 – ს აღწევს. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და მეტოქემ თავისი. ჩვენ ლიდერები, ვართ ამიტომაც არ უნდა გვანაღვლებდეს მათი შედეგი”.
ადრიანო
“ჩვენ კიდევ ერთ მატჩში მოვახერხეთ გამარჯვება, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ საუკეთესო სათამაშო ფორმას ვინარჩუნებთ. ჩვენ ჩვენი გულშემატკვიარი უნდა ვასიამოვნოთ. გუშინდელი თამაშიგან სიამოვნება მივიღე, შევეცდები უფრო მეტი და მეტი ვიმუშაო ჩემს თავთან რათა ჩემი კოლეგების დონეზე გავიდე.
დღეს ფეხბურთელები არ ივარჯიშებენ, მათ დასვენების დღე ექნებათ, ვარჯიშს ორშაბათს სპორტ სიტიში განაახლებენ 11 საათზე ადგილობრივი დროით.