როგორც კატალონიური ტელევიზიის, TV3-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კატალონიის “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” რამდენიმე მატჩში ბილეთების ფასი გაზარდა ისე, რომ ეს პარტნიორებმა არ იცოდნენ და ამით კლუბმა ფინანსურად იხეირა.
მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მოედანზე არის “ჩვეულებრივი” ადგილებიც, რომელთა ნაწილიც პარტნიორებზე არის ხოლმე განაწილებული. თუ კონკრეტული ადგილიდან კარგი ხილვადობა არ არის, იგი თავისუფლდება და პარტნიორი ხშირად VIP ადგილების სანაცვლოდ იხდის საკმაოდ დიდ თანხას. ის ადამიანები კი, რომლებიც კუთვნილ ადგილებს ტოვებენ, ელიან, რომ მათი ყოფილი ადგილების ბილეთს თავად კლუბი გაყიდის. სწორედ ამ პროცესის დროს აღმოუჩინეს ლურჯ-ბროწეულისფერებს დარღვევა.
აღნიშნული თაღლითობის ფაქტები TV3-მა გასული სამი სეზონის ათ მატჩში დააფიქსირა:
2014/15: “ბარსელონა”-“მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა”-“რეალი” და “ბარსელონა”-“ვალენსია”.
2015/16: “ბარსელონა”-“რომა”, “ბარსელონა”-“არსენალი”, “ბარსელონა”-“რეალი” და “ბარსელონა”-“ატლეტიკი”. აღნიშნული ოთხი მატჩიდან კატალონიელებმა წყაროს ცნობით 2.5 მილიონი ევრო იხეირეს.
და რაც შეეხება გასულ სეზონს, ზემოაღნიშნულ 10 მატჩში 2016/17 სეზონიდან სამი მატჩი შედის: “ბარსელონა”-“ატლეტიკო”, “ბარსელონა”-“მანჩესტერ სიტი” და “ბარსელონა”-“რეალი”.



