მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნმა” “ბარსელონას” გზა გაუთავისუფლა

“ბაიერნმა” “ბარსელონას” გზა გაუთავისუფლა

როგორც იცით, “ბარსელონა” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურად ცდილობს შეიძინოს იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი, რომელიც ამჟამად პსჟ-ს რიგებში ირიცხება. აქამდე, კატალონიელებს კონკურენციას მიუნხენის “ბაიერნი” უწევდა, თუმცა, როგორც ჩანს, გერმანელები არ აპირებენ ფეხბურთელში ასტრონომიული თანხის გადახდას.

კლუბის პრეზიდენტს, ული ჰონესს, არ სურს 24 წლის ნახევარმცველში 100 მილიონი ევროს გადახდა და მას “ბლაუგრანას” “უთმობს”.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელმა ვერატისა და ალექსის სანჩესის საქმე Fox Sports-თან ინტერვიუში განიხილა: “ჩვენ არ ვაპირებთ 100 მილიონის გადახდას არც ვერატიში და არც ალექსის სანჩესში. თუ გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, რა თქმა უნდა, უნდა გავძლიერდეთ და ბევრის გადახდაც მოგვიწევს, თუმცა ეს ყველაფერი აბსურდში არ უნდა გადაიზარდოს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში