საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ რუსული Sport.ru-ს სტატიაში, რომლის თანახმადაც, ესპანეთში ვრცელდება ჭორები მარკო ვერატის ტრანსფერის შესახებ. პრესის ცნობით, იტალიელმა ნახევარმცველმა “ბარსელონასთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხა და მას ხელს მომდევნო კვირაში მოაწერს.
როგორც იცით, ვერატი “ბარსელონას” მთავარი სამიზნეა და თუ ჭორები გამართლდა, კლუბის ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ნახევარდაცვის გაძლიერებას მოხმარდება 24 წლის ფეხბურთელის ხარჯზე.
ასევე გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია მარკო ვერატი “ბარსელონას” მაისურით. თუმცა ფოტოს ავთენტურობა, ჯერ-ჯერობით, დადასტურებული არაა.

