მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საული: “ატლეტიკოში” ბედნიერი ვარ, მაგრამ…”

საული: “ატლეტიკოში” ბედნიერი ვარ, მაგრამ…”

მადრიდის “ატლეტიკოს” 22 წლის ნახევარმცველი საულ ნიგესი “ბარსელონაში” მისი შესაძლო გადასვლის შესახებ მორიგ კომენტარს აკეთებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი კვლავ აცხადებს, რომ მადრიდულ გუნდში ბედნიერია, თუმცა, არც ტრანსფერს გამორიცხავს.

“ატლეტიკოში” თავს კარგად ვგრძნობ. წასვლა არ მინდა. დიეგო სიმეონეს ნდობის მოპოვება რთული იყო, ახალ კლუბში კი ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს. საკუთარ თავს სხვა გუნდში ვერ ვხედავ, თუმცა, სიურპრიზები ყოველთვის შეიძლება მოხდეს.

“ატლეტიკოში” ბედნიერი ვარ და თავს დაფასებულად ვგრძნობ, მაგრამ ყველას სურს ცოტათი მეტი გამოიმუშავოს, რათა ოჯახს დაეხმაროს.” – აცხადებს საული, რომელიც, ამჟამად, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” საულს მარკო ვერატის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს. პრობლემას ის ქმნის, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა და “ატლეტიკო”, სატრანსფერო ბანის გამო, მოთამაშეების გაყიდვას არ აპირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში