მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ახალგაზრდულ ნაკრებში გავლენა დაკარგა

“ბარსელონამ” ახალგაზრდულ ნაკრებში გავლენა დაკარგა

ბოლო სამ შემთხვევაში, როდესაც ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, გუნდის წარმატებაში ძალიან დიდ როლს “ბარსელონას” ფეხბურთელები თამაშობდნენ. დღეს, ეს სიტუაცია, სამწუხაროდ, შეცვლილია.

ჩავი, ინიესტა, ბარტრა, ტიაგო, მონტოია, ბოიანი, ტელიო, მუნიესა, არნაუ, როჟერი – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ესპანეთს ახალგაზრდული ჩემპიონატი 1998, 2011 და 2013 წლებში მოაგებინეს.

ხვალ, 30 ივნისს, ესპანეთი მორიგ ფინალს ითამაშებს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში “ბარსელონას” მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, დენის სუარესია და ისიც, მნიშვნელოვან თამაშებაში, სათადარიგოთა სკამზე ზის.

იმის თქმა ნამდვილად არ შეგვიძლია, რომ “ბარსელონა” ძლიერ ფეხბურთელებს ვეღარ ზრდის. ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიან ბელერინი, დეულოფეუ, სანდრო და გრიმალდო, რომლებმაც სწორედ “ბარსას” აკადემია გაიარეს. როგორც ჩანს, პრობლემა ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი მიდგომაშია. ფაქტია, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსელონას” ადრეულ ასაკში ტოვებენ, მომავალში წარმატებას სხვაგან აღწევენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში