“სანტოსის” 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ლუკას ლიმა, რომლის “ბარსელონაში” გადასვლაც თითქოს გადაწყვეტილი იყო, ბრაზილიურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გამორიცხავს.
ლიმას “სანტოსთან” მოქმედი კონტრაქტი 31 დეკემბრამდე აკავშირებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილი იყო, რომ ის იანვარში “ბარსელონას” უფასოდ შეუერთდებოდა. თუმცა, როგორც ირკვევა, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს.
“სანტოსის” შემოთავაზება ძალიან კარგია. პრეზიდენტმა ჩემ შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა ჩადო. ჯერ ჩემი ოჯახის წევრებს დაველაპარაკები და კლუბს პასუხს ამის შემდეგ გავცემ.
ფინანსური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი მიზანი ბრაზილიის ნაკრებში თამაშის გაგრძელება და ტიტულების მოგებაა. რა თქმა უნდა, ფულზე ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩემი უპირველესი საფიქრალი არაა.” – განაცხადა ლუკას ლიმამ.
