როგორც მოგეხსენებათ, 30 ივნისს “კამპ ნოუ” “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდებს შორის ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს. “ბლაუგრანას” აღნიშნულ მატჩში ხოსე მარი ბაკერო უთავკაცებს და კატალონიელთა ოფიციალურმა გვერდმა წინასამატჩო ვიდეოც გაავრცელა.
ვიდეოში “კამპ ნოუზე” მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელია ასახული, რომლებმაც ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით ისტორია დაწერეს და ამასთანავე, ცხადია, ინლისელთა ლეგენდებიც. ვიდეოში გვესმის ფრაზა: “ფეხბურთი, რომელიც ისტორიასა და მის შემქმნელებს აბრუნებს.” “ბარსელონას” ფორმას 30 ივნისს ისეთი ვარსკვლავები მოირგებენ, როგორებიცაა პატრიკ კლუივერტი, რონალდინიო, რივალდო და ა.შ.
მატჩი საქველმოქმედო იქნება და ბილეთებიდან შემოსული თანხა, რომელთა ფასიც 10-დან 21 ევრომდე მერყეობს, გადაირიცხება Sant Joan de Déu-ს საავადმყოფოში. ეს ჰოსპიტალი სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას ემსახურება.



