როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონას” ნახევარმცველი, არდა თურანი დიდი ალბათობით მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებს. პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თურქი “ბეშიქთაშში” გააგრძელებდა კარიერას, თუმცა დღეს Mundo Deportivo-მ ეს ჭორი უარყო. Football Espana-სა და Miliyet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, თურანისთვის ბრძოლაში ლონდონის “არსენალი” და “ინტერიც” ჩაერთვებიან.
ასევე, სტატიის მიხედვით, კატალონიელები 30 წლის ფეხბურთელისთვის 30 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც სამივე კლუბისთვის მისაღებია, მაშასადამე არჩევანს თავად არდა გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2 წლის წინ, “ატლეტიკოდან” 34 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან 6 თვე ბანის გამო თამაში ვერ შეძლო, შემდეგ კი ამ ყველაფერს ტრავმებიც დაემატა და საბოლოოდ, ფეხბურთელს “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგის მხოლოდ 23 მატჩი აქვს დაწყებული და როგორც ჩანს, ერნესტო ვალვერდეს გეგმებშიც არ ჯდება.



