მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

1929 წლის 23 ივნისს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველი გათამაშება დასრულდა. “ბარსელონამ” ჩემპიონატის ბოლო ტურში “რეალ უნიონი” 4:1 დაამარცხა ტურნირის გამარჯვებული გახდა. “ბლაუგრანამ” მეორე ადგილოსან მადრიდის “რეალს” 2 ქულით გაუსწრო.

პრიმერა დივიზიონში გუნდის პირველი ტრიუმფიდან 88 წელი გავიდა.

აგრეთვე, 23 ივნისთან ასოცირდება 1963 წლის ესპანეთის თასის ფინალი, სადაც “ბარსელონამ” “სარაგოსა” 3:1 დაამარცხა.

2003 წლის 23 ივნისს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანკ რაიკაარდმა დაიკავა, რომლის ხელმძღვანელობით შემდგომში გუნდმა პრიმერა დივიზიონი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

26 წლის წინ, ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში “ბარსელონამ” “ვისენტე კალდერონზე” “ატლეტიკო” 3:2 დაამარცხა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ვერ მოიპოვა. საპასუხო შეხვედრის მსვლელობის დროს, არბიტრმა “ბარსელონას” ნანდო, ფერერი, კუმანი და მთავარი მწვრთნელი – იოჰან კრუიფი გაუძევა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • Bobi
    schedule 23 ივნ 2017, 23:39

    ოპააააააა დღეს ჩემი დაბი დუბიცაა

  • lado-barca
    schedule 23 ივნ 2017, 23:09

    ოდა ეგრე სადიყო მსაჯდრიდის მოსაგები!

  • Jeka
    schedule 23 ივნ 2017, 22:55

    ხვალ მესის დაბადების დღე და ქორწილია, ანტონელას ვენათესავები და არ დამაპატიჟა