მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სანტოსი” “ბარსელონას” FIFA-ში უჩივლებს

“სანტოსი” “ბარსელონას” FIFA-ში უჩივლებს

ბრაზილიური “სანტოსი” აპირებს კატალონიის “ბარსელონას” FIFA-ში უჩივლოს. Globo Esporte-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი ესპანელების მხრიდან ლუკას ლიმასთან მოლაპრაკებების წარმოებაა.

“სანტოსის” შემტევ ნახევარმცველს, ლუკას ლიმას, კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის 31 დეკემბერს უმთავრდება. ეს ნიშნავს, რომ სხვა კლუბებს, ფეხბურთელთან მოლაპარაკებების გამართვა 1 ივლისიდან შეუძლიათ.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც არაერთი წყარო ადასტურებს, “ბარსელონამ”, ლიმასათან, 5-წლიან კონტრაქტზე, შეთანხმებას უკვე მიაღწია. “სანტოსის” აზრით, ეს FIFA-ს წესების დარღვევაა და ბრაზილიელები აპირებენ კატალონიელებს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოშუ უჩივლონ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც “სანტოსი” “ბარსელონას” უჩივის. პირველად ეს ნეიმარის ტრანსფერის შემთხვევაში მოხდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში