მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკას ლიმამ პოკერის თამაშის დროს განაცხადა, რომ “ბარსელონაში” გადადის

ლუკას ლიმამ პოკერის თამაშის დროს განაცხადა, რომ “ბარსელონაში” გადადის

ბრაზილიური Globo Esporte-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “სანტოსის” 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკას ლიმამ, “ბარსელონაში” გადასვლა დაადასტურა და ეს უცნაურ გარემოში გააკეთა.

სამხრეთ ამერიკული პრესის ცნობით, ლიმამ პოკერის თამაშის დროს განაცხადა, რომ კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს. იმ თამაშს, მის გარდა, ნეიმარი და კიდევ 50-მდე ადამიანი ესწრებოდა.

ლუკას ლიმას “სანტოსთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონა” მას ზამთარში უფასოდ გადაიბირებს. FIFA-ს წესების თანახმად, კატალონიელებს, ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა, მათ ამის უფლება 1 ივლისის შემდეგ ექნებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში