ბრიტანული The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” გუნდის მარჯვენა მცველზე, ექტორ ბელერინზე არათუ ფასის დაწევაზე აცხადებს უარს, არამედ კატალონიელი ფეხბურთელის გაყიდვას საერთოდ არ აპირებს.
იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონამ” გუნდიდან გასულ ზაფხულში წასული დანი ალვესის ღირსეული შემცვლელი ვერ იშოვა და ერნესტო ვალვერდეს, მისი სტილის გათვალისწინებით, კარგი განაპირა მცველი ჭირდება, კატალონიური კლუბი ამ პოზიციის გაძლიერების აუცილებლობის წინაშე დადგა. ცნობილია, რომ “ბარსას” პრიორიტეტი კლუბის აღზრდილი ექტორ ბელერინია.
კატალონიელებს იმედი ჰქონდათ, რომ “არსენალს” დაითნხმებდნენ, ბელერინი 50 მილიონ ევროზე ნაკლებად გაეყიდათ. თუმცა, როგორც ირკვევა, “ბარსა” ფეხბურთელს ხელში 50 მილიონადაც კი ვერ ჩაიგდებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაციაა ამჟამად.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, “არსენალის” მესვეურები “ბარსელონასთან” მოლაპარაკებებზეც კი უარს აცხადებენ. მათ თქმით, ბელერინი არ იყიდება.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ბელერინს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს, აშკარაა, “ბარსას” წინ რთული მოლაპარაკებები ელის.



