“იუვენტუსი” “ფიორენტინასთან” ფედერიკო ბერნარდესკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინელებმა 23 წლის იტალიელის სანაცვლოდ “ფიორენტინას” 45 მილიონი ევრო შესთავაზეს – უფრო მეტი, ვიდრე “ინტერმა” და “ბაიერნმა”.
გუშინ Football Italia-მ დაწერა, რომ “ბარსელონას” წარმომადგენელი “ფიორენტინას” ხელმძღვანელობას მილანში შეხვდა და მათთან პერსპექტიული მოთამაშის ტრანსფერის საკითხი განიხილა.
“ფიორენტინა” ფედერიკოს სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს. ბერნარდესკის კონტრაქტი კლუბთან 2018 წელს იწურება.


