“ბარსელონას” ლეგენდის, იოჰან კრუიფის შვილი, ჟორდი მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერება გაუჭირდება.
43 წლის სპეციალისტს სპორტული დირექტორის პოსტზე მუშაობის გამოცდილება აქვს და ის ხვდება, რომ სატრანსფერო ბაზარზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა.
“როდესაც ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მარცხდები და მხოლოდ სამეფო თასს იგებ, ცვლილების საჭიროებას გრძნობ. მას ვისაც გადაწყვეტილების მიღება ევალება, ამის გაკეთება გაუჭირდება. სატრანსფერო ბაზარზე ფასები ძალიან მაღალია.”
“კამპ ნოუზე”, სპორტული დირექტორის რანგში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ჟორდიმ ასეთი პასუხი გასცა: “საუკეთესო პასუხი გავრცელებულ ჭორებზე არის ის, რომ ახლა “მაკაბი ტელ ავივის” მწვრთნელი ვარ”.



