ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში, ერთმანეთს ესპანეთი და პორტუგალია დაუპირისპირდნენ, სადაც ალბერტ სელადესის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით, 3:1 დაამარცხეს.
გარდამავალი უპირატესობით წარმართულ შეხვედრაში გამარჯვება ესპანელ ახალგაზრდებს ერგოთ. საულ ნიგესისა (21′) და სანდრო რამირესის (65′) გოლების შემდეგ, 77-ე წუთზე ბრუმამ საოცარი დარტმით სხვაობა შეამცირა და სიტუაცია დაძაბა. პორტუგალიელებმა მეტოქის კარის მიმართულებით არაერთხელ დაარტყეს. ისინი აქტიურად ცდილობდნენ ქულის მოპოვებას, მაგრამ უშედეგოდ. მატჩს წერტილი ბოლო წუთზე, ინიაკი უილიამსმა დაუსვა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დენის სუარესმა, რომელიც მოედანზე 82-ე წუთზე, დეულოფეუს ნაცვლად შემოვიდა. მედიის ინფორმაციით, “ბარსელონამ” ჟერარი დაიბრუნა.
ესპანეთი B ჯგუფში 6 ქულით ლიდერობს და ამ ეტაპის ბოლო შეხვედრას 23 ივნისს, 22:45 საათზე სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=-oBetUtlTaM]


Didad chvenebis tamashi ar momecona
სემედუს თამაში ვინმეს მოგეწონათ ? უხეშობდა ძაან
შენ სხვა თამაშს უყურე :დ :დ სემედი პირველ გუნდთან ერტადაა კონფერეციის თასზე.კანსელო თამაშობდა და ბევრად აჯობა ბელერინს,რაც შეეხება დელოფუეს,თითქმის არაფელი გაუკეთებია სასარგებლო
ყოჩაღ!
ფურია როხა vamos
სემედუს თამაში ვინმეს მოგეწონათ ? უხეშობდა ძაან