მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Setanta Sports Georgia ახალ სეზონს ახალი TOP ჩემპიონატებით ხვდება

Setanta Sports Georgia ახალ სეზონს ახალი TOP ჩემპიონატებით ხვდება

20  ივნისს, 18:00 საათზე სასტუმრო Rooms-ში, სპორტული ტელეკომპანიის, Setanta Sports Georgia-ს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სპორტის გულშემატკივრისათვის, მათ შორის “ბარსელონას” ქომაგებისთვის, სასიამოვნო სიახლეები გაჟღერდა.

კერძოდ: მომავალი სეზონიდან Setanta Sports Georgia არსებულ კონტენტებთან ერთად (იტალიის Seria A, გერმანიის Bundesliga, საფრანგეთის Ligue 1, ბელგიის Pro League, შოტლანდიის SPFL, ინგლისის თასი FA Cup, ინგლისის თასი EFL Cup, Rugby Top 14, Formula 1, Formula E, NHL, WCQ 2018 (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) და UFC) მაყურებელს NBA-ს ტრანსლაციასაც შესთავაზებს. ასევე გაფორმდა ახალი კონტრაქტი Rugby Top 14-თან, რის საფუძველზეც ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება უყუროს მამუკა გორგოძესა და ყველაზე წარმატებული ქართველი მორაგბეების საკლუბო ასპარეზობას 3 წლის მანძილზე ექსკლუზიურად Setanta Sports Georgia-ს საშუალებით.

გარდა აღნიშნული კონტენტებისა, ტელეკომპანია ექსკლუზიურად აჩვენებს International Cup-ის ტურნირს, რომელიც 18-30 ივლისს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობენ მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “იუვენტუსი”, პსჟ, “მანჩესტერ სიტი”, “რომა” და “ტოტენჰემი”. კატალონიური კლუბი, ამ ტურნირის ფარგლებში, “რეალს”, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდება. ამ თამაშების ხილვა კი სწორედ Setanta Sports Georgia-ზე შეგეძლებათ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშული სიახლეები გამოწვეულია ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ სხვა წამყვანი ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობით.

დამატებით Setanta Sports Georgia-მ ექსკლუზიური უფლება ბუნდესლიგის ტრანსლაციაზეც მოიპოვა, რომელსაც საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

ასევე ტელეკომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ნებისმიერ სპორტის ფედერაციათან და დაეხმაროს ქართველ სპორტსმენებს პოპულარიზაციაში და წვლილი შეიტანოს მათი წარმატების მიღწევაში.

Setanta Sports Georgia არის ქართული ტელეკომპანია, რომელიც ახდენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედია ჰოლდინგის, Setanta Sports-ის, მაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული კომენტარით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (10)

  • Lasha71
    schedule 23 ივნ 2017, 01:51

    ლალიგამ რა დააშავა?
    bowtie bowtie bowtie bowtie

  • lado-barca
    schedule 21 ივნ 2017, 13:37

    კაია სიმონ!

  • theodore bagwell
    schedule 21 ივნ 2017, 13:18

    Magaria Mara la ligac to yofiliyo vabshe

  • barcelona 6-1 6-2 5-0
    schedule 21 ივნ 2017, 11:36

    nodara <3

  • MU1810
    schedule 21 ივნ 2017, 11:24

    ბარსად გაჭიმვებს არ აჩვენებენ ანუ ?

  • Spain5
    schedule 21 ივნ 2017, 11:19

    ჩოგბურთმა რა დაუშავა ბლინ
    გრენდ სლემებს არც სილკ სპორტი უჩვენებს
    მარტო მასტერსები აქვთ მაგათ

  • xaviman
    schedule 21 ივნ 2017, 11:17

    ჩვენთან რა შუაშია?

  • pexnicheki
    schedule 21 ივნ 2017, 10:58

    au setanta ar maq

  • Johan Cruyff 14
    schedule 21 ივნ 2017, 10:39

    კაია ეხა რა ჯობია ელ კლასიკოს ნოდარ სიმსივის ან დიმა ობოლაძის წამყვანობით დიახ დიახ დიახხხ ჩართე ფანტაზია 😀 😀 😀

  • BEKA84
    schedule 21 ივნ 2017, 10:21

    ლა ლიგა აქვთ?