“ბარსელონას” ყოფილი მცველი, მარკ ბარტრა, რომელიც ამჟამად დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას იცავს, მელისა ხიმენესზე დაქორწინდა.
საქორწილო ცერემონია ბარსელონასგან 30 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ არჟენტონაში გაიმართა რომელსაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები დაესწრნენ – ჩავი ერნანდესი, რაფინია, ტიაგო ალკანტარა, ჟორდი ალბა, კრისტიან ტელიო და სერხიო ბუსკეტსი.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს “ბლაუგრანას” ლიდერი, ლიონელ მესი ანტონელა როკუცოსთან ურთიერთობას დააკანონებს.



