კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ბოიან კრკიჩი კმაყოფილია იმით, რომ მისი გუნდი კოპა დელ რეის შემდეგ ეტაპზე, ნახევარ ფინალში გავიდა. გუშინდელ შეხვედრაში კატალონიური კლუბი, ყველასათვის მოულოდნელად ანგარიშით 3:1 დამარცხდა, მაგრამ ეს ანგარიში “რეალ ბეტისს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად არ ეყო, რადგან მათ პირველი შეხვედრა “ბარსელონასთან” 5:0 წააგეს.
“ძალზედ მოხარული ვარ, რომ გუნდმა დელ რეის თასის, შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. თუმცა უნდა აღვნიშნო ჩვენი მძიმე პერიოდიც. დაპირისპირება აღმოჩნდა ძალიან რთული. როდესაც მატჩის პირველ წუთებში ორი ბურთი მივიღეთ საკუთარ კარში, ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ხოლო როდესაც გავუტანეთ საპასუხო გოლი, ყველანაირად ვეცადეთ, ბურთი რაც შეიძლება მეტ ხანს გვეკონტროლებინა. ძნელია იმის თქმა, რომ ყველაფერში გვიმართლებდა, ამიტომ საჭიროა ყველა მატჩს ყურადღებით დავაკვირდეთ”-განაცხადა ბოიან კრკიჩმა “AS”-თან ინტერვიუში.



