“პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცევლი მარკო ვერატი, იბიცაზე დასვენების დროს, კატალონიური Mundo Deportivo-ს ჟურნალისტს შეხვდა. ამ უკანასკნელმა, 24 წლის ფეხბურთელს ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, რაზეც ვერატი დასთანხმდა. თუმცა, საქმეში იტალიელის აგენტი ჩაერია, რომელმაც ფეხბურთელს დუმილი ურჩია. ვერატიმ ჟურნალსიტს მოუბოდიშა, მაგრამ ერთწინადადებიანი კომენტარი მაინც გააკეთა: “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არაფრის თქმა არ შემიძლია.”
ამის შემდეგ, ვერატიმ თანხმობა განაცხადა გადაეღო სურათი Mundo Deportivo-ს იმ ნომრით ხელში, რომლის გარეკანზეც მისი “ბარსელონაში” გადასვლაზე ინფორმაციაა გამოტანილი.

