“ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტი არ გამორიცხავს, რომ მისი კლიენტი კატალონიურ კლუბში დარჩება.
“არავის უთქვამს, რომ “ბარსელონა” თურანს არ ენდობა. ამასთან დაკავშირებით კლუბს ჩემთან კონტაქტი არ ჰქონია. მოცემულ მომენტში ჩვენი გეგმები “ბლაუგრანას” უკავშირდება. აქამდე, არდას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების პროცესი არავისთან მქონია.
თუ “ბარსელონა” თურანზე უარს იტყვის, მოვლენები სხვანაირად განვითარდება.“-ამბობს აჰმეთ ბულუთი.

