“ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, მარკო ვერატის ტრანსფერის განხორციელების იმედს არ კარგავს, იტყობინება ესპანური პრესა.
წყაროს ინფორმაციით, პარიზელთა 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ლურჯ-ბროწეულისფერები” მზად იქნებიან ფრანგულ კლუბს თავიანთი სამი ფეხბურთელი შესთავაზონ – არდა თურანი, რაფინია ან ანდრე გომეში. თუმცა, თუ ვერატის ტრანსფერი მაინც შედგება, პსჟ იმედოვნებს, რომ “ბარსას” სხვა ფეხბურთელს ჩაიგდებს ხელში – ეს ივან რაკიტიჩია.



