მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რომას” დენის სუარესი სურს

“რომას” დენის სუარესი სურს

იტალიური “რომა” “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, დენის სუარესის შეძენის სურვილს გამოთქვამს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

დენის სუარესი “ბარსელონას” პირველ გუნდს გასულ ზაფხულში შეუერთდა, თუმცა, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივართა მოლოდინი, ჯერჯერობით, ვერ გაამართლა. მან მონაწილეობა 36 შეხვედრაში მიიღო და 3 გოლი გაიტანა. უმეტეს შემთხვევებში ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა, სეზონის ბოლოს კი, ამასაც უკლო.

პირველი სეზონის არცთუ წარმატებით ჩატარების მიუხედავად, “ბარსელონას” 23 წლის ფეხბურთელის გაშვება არ სურს და თუ Sport-ს დავუჯერებთ, წასვლის სურვილს არც თავად სუარესი გამოხატავს. ასე რომ, “რომას” მიზნის მიღწევა გაუჭირდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში